
"ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რომ ეს პროცესი მიუხედავად მოწოდებებისა არ შეჩერდა" - ამბობს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესზე საუბრისას.
გასაუბრებები კანდიდატებთან პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, რომ რეფორმამდე შეჩერებულიყო, მაინც გაგრძელდა და პარლამენტმა გასულ კვირას 4 მოსამართლეს მოუსმინა
ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რომ ეს პროცესი მიუხედავად მოწოდებებისა არ შეჩერდა. საქართველოს პოლიტიკური ლიდერები შეთანხმდნენ, რომ 15 წლის წლის წინ დაწყებული რეფორმები გაგრძელდებოდა. ამ საკთხზე შეთანხმება მოხდა. 19 აპრილი შეთანხმება საერთაშორისო სამართლის სტანდარტებზე და ვენეციის კომისიის რეკომენდაციაზე დაფუძნებული და ძალიან კარგ გზამკვლევს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები საქართველოს პარლამენტმა თავად მოითხოვა. ჩვენთვის გაუგებარია რატომ გრძელდება ეს პროცესი, მაშინ როდესაც საქართველოს პოლიტიკური ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სასმართლოს სისტემა სრულაიდ გამჭვირვალე, დამსახურებაზე დაფუძნებული და ანგარიშვალდებული იქნებოდა. ეს რეფორმები ქვეყნის ეკონომიკისთვის, ინვესტიციების მოსაზიდად და ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს მოქალაქეების სურვილია, ჰქონდეთ გარანტიები რომ მათი ნებისმიერი საქმე ან დავა გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად და კანონის შესაბამისად იქნება განხილული. - ამბობს კელი დეგნანი
ამავე თემაზე: