"მე გავიგე, რომ იმან გაიგო – აი, ამ ჩვენებით ვარ გასამართლებული "- მიხეილ სააკაშვილი მისი ბრალდების საქმეებზე

გამოქვეყნდა:

მიხეილ საკაშვილმა სასამართლო პროცესზე იმ საქმეებზე ისაუბრა, რომელზეც გასამართლებულია. ქართული სასამართლოს წინაშე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პირველად უპასუხა ბრალდებებს. 

ერთ-ერთია გირგვლიანის საქმე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქმე გაუგონარ საკითხს ეხება - შეწყალებას.

„მე უკვე ორ საქმეზე ვარ გასამართლებული, რომ არ გამომეხედა საქართველოსკენ. ერთი საქმე ეხება გაუგონარ რაღაცას – პრეზიდენტის მიერ შეწყალებას ე.წ. გირგვლიანის საქმეზე, რომელიც არანაირი გირგვლიანის საქმე არ არის. ასე დაარქვეს პიარისთვის. ტრაგედია იყო სანდრო გირგვლიანის სიკვდილი, ის ოფიცრები იყვნენ დაკავებულები, 2008 წლის ომის შემდეგ მოხდა ამნისტია სამხედროების, 280 სამხედროსი, მათ შორის, ერთი თმით დამათრევდა გლდანის დაწესებულებაში, ჩემ მიერ ამნისტირებული. ოღონდ ამნისტია კი არ მოხდა, ორჯერ მოხდა საპატიმრო ვადის შემცირება, განახევრება. იქიდან გავიდა კიდევ ექვსი თვე და ორმა სხვადასხვა მოსამართლემ გამოუშვა ესენი „უდოთი“ და აქედან ერთი მე მასამართლებს პიჯაკების საქმეზე. მართლა ხომ არ ბნელა, ხალხო? ჩალით ხომ არ არის ეს ქვეყანა დახურული“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ გელაშვილის საქმეზე საუბარიც კი აბსურდულია, რადგან საქმე არარსებულ და  სამარცხვინო ჩვენებებზეა აგებული. 

„მეორე საქმეზე აღარ ვლაპარაკობ. გელაშვილის საქმეზე ერთადერთი ჩვენება არის, კლასიკური ტერმინი, მე გავიგე, რომ იმან გაიგო – აი, ამ ჩვენებით ვარ გასამართლებული, რომელიც მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ სამართლებრივ სისტემაში არ შეიძლება იყოს მიღებული, როგორც მტკიცებულება. რა გასაკვირია, რომ როცა ეს განაჩენები გამოიტანეს და „ინტერპოლს“ გაუგზავნეს, „ინტერპოლმა“ გადაიხარხარა და თავზე გადაგახიათ ეს განაჩენები, როგორც სამარცხვინო, და არც დაუწყიათ განხილვა. მე თვითონ ველაპარაკე „ინტერპოლის“ დირექტორის მოადგილეს, რომელმაც თქვა, რომ თქვენი პროკურატურა არის სამარცხვინო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამავე თემაზე:

"ქართველმა ხალხმა გამოიტანა უკვე ვერდიქტი ამ საქმეზე" - მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბრის საქმეზე

[ფოტო: ამერიკის ხმა]
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი