ანგარიშსწორება ქარელის მერისთვის გაწეული წინააღმდეგობის გამო - "საქართველოს ფოსტის" მენეჯერს სამსახურიდან ათავისუფლებენ

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური ანგარიშსწორება ქარელის მერისთვის გაწეული წინააღმდეგობის გამო - საქართველოს ფოსტის ქარელის ფილიალის მენეჯერს, სამსახურიდან ათავისუფლებენ.

შეტყობინება, ანა ბალიაშვილმა უკვე მიიღო, თუმცა არ ჩაბარებია ბრძანება, სადაც გადაწყვეტილების მიზეზები უნდა იყოს დასაბუთებული. 

თავად ბალიაშვილი თვლის, რომ მისი თანამდებობა ქარელის მაგინებელი მერის, ზაზა გულიაშვილის ახირებას ეწირება. როგორც ბალიაშვილი ამბობს, ის სოფელ რუისის მცხოვრებლებთან ერთად, 10 ათასი კვადრატული მიწის რუსული კომპანიისთვის გადაცემას ეწინააღმდეგებოდა.

უკვე მესამედ მიშვებენ სამსახურიდან ქარელის მერის ზაზა გულიაშვილის დაკვეთით და უშუალო მონაწილეობით. პირველად თავად გამომიშვა მუნიციპალიტეტიდან. მეორედ მისი ჩარევით გამომიშვეს ფოსტიდან. მაშინ ვიბრძოლე და აღმადგინეს კარგი ადამიანების დახმარებით.
მესამედ უკვე დღეს მიშვებენ სამსახურიდან იმის გამო,რომ ჩემს მეგობრებთან ერთად ზაზა გულიაშვილს არ მივეცი შესაძლებლობა, რუისის სპორტული მოედანი რუსული კომპანიისთვის მიეცა" ამბობს ანა ბალიაშვილი.

ბალიაშვილი ამბობს, რომ “საქართველოს ფოსტის” მენეჯმენტთან პრობლემა არასდროს ჰქონია და სამი წლის განმავლობაში საყვედურიც არ მიუღია, თუმცა ზაზა გულიაშვილის გავლენით, ახლა სამსახურიდან, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ათავისუფლებენ

ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება, ზაზა გულიაშვილისნაირი ჩინოვნიკები მსგავსი ტერორით ცდილობენ ადამიანებს ჩაუნერგონ,რომ რადგან მუშაობთ და სამსახური გაქვთ,არ უნდა გააპროტესტოთ არაფერი და არ უნდა გქონდეთ სამოქალაქო პოზიცია" ამბობს "მთავართან" საუბარში ანა ბალიაშვილი და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას სამართლებრივი გზით გეგმავს. 

ცნობისთვის, ზაზა გულიაშვილი ქარელის ხელისუფლების სადაავებს უკვე მესამე ვადით იკავებს. ის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის კადრად მოიაზრება და დიდი გავლენებით სარგებლობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი