სასამართლომ თქვა რომ მის კომპეტენციაში არ შედის - ადვოკატი მიხეილ სააკაშვილისთვის, სატელეფონო ზარების განხორციელების უფლებაზე 

გამოქვეყნდა:

დღევანდელი პროცესი ნამდვილად იყო ისტორიული, როგორც პირდაპირი ისე გადატანითი მნიშვნელობით, და ამის ისტორიულ პროცესში საკმაოდ მკაფიოდ არის ზღვარი გავლებული და ძალიან მარტივია უკვე სწორი და არასწორი მხარის გარჩევა - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

დიტო საძაგლიშვილის თქმით, პროკურორები დღეს ყველანაირად ცდილობდნენ სიტყვა შეეწყვეტინებინათ მიხეილ სააკაშვილისთვის.

საძაგლიშვილის თქმით სასამართლომ საერთოდ არ განიხილა საჩივარი მესამე პრეზიდენტისთვის, სატელეფონო ზარის განხორციელების უფლებაზე: 

"ჩვენი საჩივარი სასამართლომ საერთოდ არ განიხილა და თქვა რომ  მის კომპეტენციაში არ შედის ამ ტიპის საკითხების განხილვა, რაც ცხადია არის არასწორი და არაკონსტიტუციური განმარტებაა საქართველოს კანონმდებლობის, იმიტომ რომ ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება ბუნებრივია უნდა ექვემდებარებოდეს სასამართლოს კონტროლს, მითუმეტეს იმ სასამართლო კონტროლს, რომელიც იხილავს საქმეს და რომელსაც აქვს ინფორმაცია მართლა  არსებობს თუ არა რისკები მოწმეებზე თუნდაც ზეგავლენის მოხდენის"- ამბობს დიტო საძაგლიშვილი

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს პირველად წარსდგა სასამართლო პროცესზე, სადაც 7 ნოემბრის საქმის განხილვა მიმდინარეობდა.

მომდევნო სასამართლო სხდომა 23 დეკემბერს ჩაინიშნა.

ამავე თემაზე:

"მიხეილ სააკაშვილს დღესაც არ მიეცა შესაძლებლობა, სატელეფონო საუბრების უფლება აღედგინა" | ადვოკატი
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი