"ქართველი ხალხი უნდა დავდგეთ ძლიერად... ვაიძულოთ ხელისუფლებას, გადადგას ნაბიჯები" | მიხეილ სააკაშვილის ძმა

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ძმის, გიორგი სააკაშვილის თქმით, ქართული სასამართლოს იმედი არ აქვს. როგორც ის ამბობს, ხელისუფლებას სამართლიანი სასამართლოს ჩატარება ხალხმა უნდა აიძულოს.

​"როგორც იქნა, 2 თვის თავზე ვიხილეთ სასამართლო დარბაზში, რომლისთვისაც ჩვენ ვიღწოდით ამდენი ხნის განმავლობაში. რეალურად, ჩვენ გვსურდა, რომ მიემართა ხალხისთვის და შედგა ეს. რაც შეეხება არსებულ სასამართლოს, სიმართლე გითხრათ, მე დიდი იმედი არ მაქვს არსებული სასამართლოსი, მაგრამ ქართველი ხალხი უნდა დავდგეთ ძლიერად, რომ ვაიძულოთ ამ ხელისუფლება გადადგას ნაბიჯები, მიუდგეს სასამართლოს სამართლიანად და ძალიან მალე გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი",-თქვა გიორგი სააკაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 29 ნოემბერს გაიმართა. თავად მესამე პრეზიდენტი პროცესს დაესწრო და სასამართლო დარბაზიდან მოქალაქეებს მიმართა. შემდეგი სასამართლო სხდომა 23 დეკემბერს გაიმართება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი