"საათები დაგვჭირდა რომ მიგვეგნო სად იყო ჩამოყვანილი"- ამის შესახებ გიგი უგულავას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი საუბრობს. მისი თქმით, უგულავას წრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობაში ედავებიან.
იგი არის აბსოლუტურად უკანონოდ დაკავებული, მას ედავებიან წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის დაუმორჩილებლობას. თითქოსდა მან რაღაც დაარღვია, რადგან იგი იგინებოდა და აყენებდა შეურაცხყოფას პოლიციის თანამშრომლებს, ასეთი რამ არ ყოფილა, ამის კადრებიც იხილა საზოგადოებამ. უბრალოდ პოლიციელებმა იგი დააკავეს და ყველაზე ნიშანდობლივია ის, რომ წამოიყვანეს მარნეულში, თბილისიდან დაახლოებით 100 კმ-ში, როდესაც დაკავების იზოლატორები თბილისში არის ცარიელი გიგი უგულავას არ ეძლეოდა შესაძლებლობა რომ არ დაკავშირებოდა მის ინტერესების დამცველ ადვოკატს და ოჯახის წევრებს, საათები დაგვჭირდა რომ მიგვეგნო სად იყო ჩამოყვანილი გიგი , დაველოდებით სასამართლო პროცესს - გიორგი კონდახიშვილი
ასევე იხილეთ: