პოლიციამ საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა დააკავა.

როგორც გოგა მემანიშვილმა განმარტა, გიგი უგულავა პოლიციელი კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.

გარდა ამისა, ტერიტორიიდან გაიყვანეს კიდევ რამდენიმე ადამიანი, სავარაუდოდ, ისინიც დაკავებულები არიან.

ადგილზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა სასამართლოსთან გზის ორივე ნაწილი გადაკეტეს. პოლიცია საავტომობილო ნაწილის გათავისუფლებას ძალის გამოყენებით ცდილობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი