
ხვალ, 1 დეკემბერს, პარლამენტი მინისტრის საათის ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მოუსმენს - ამის შესახებ ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, პარასკევს, 3 დეკემბერს, საკანონმდებლო ორგანოში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს მოუსმენენ.
მინისტრების მოსმენა პარლამენტის რეგლამენტით მინისტრის საათის ფორმატისთვის განსაზღვრული პროცედურებით წარიმართება.
მიმდინარე კვირაში, რიგი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის გარდა, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მოსმენაც იგეგმება.