
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის გამოსვლას "ქართული ოცნების" დეპუტატები ეხმაურებიან და ამბობენ, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილის "დამნაშავეობა" კიდევ ერთხელ "დადასტურდა".
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა ხელისუფლებას "არასდროს განუხორციელებია".
"შევეშვათ ამ ადამიანს, პატიმარია, იმან მიიღო იმ ბრალდებების საპასუხოდ, ჩვენს სასამართლოში სამივე ინსტანციაში გამტყუნდა, მას თუ განსხვავებული პოზიცია აქვს, რასაც გუშინ ზღაპრებს ყვებოდა, შეუძლია იჩივლოს და გაასაჩივროს საერთაშორისო არბიტრაჟში.
სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა საქართველოს ხელისუფლებას არასდროს არ განუხორციელებია და ამის დასტურია, მათ შორის, სტრასბურგის გადაწყვეტილება, სადაც პირდაპირ იყო დადანაშაულებული გირგვლიანის თემასთან დაკავშირებით, ასე რომ, ამაზე მეტი ლუსტრაცია რა გინდათ?", - ამბობს ირაკლი ზარქუა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე გუშინ პირველად წარდგა. მიხეილ სააკაშვილმა ქართული საზოგადოების წინაშე მის წინააღმდეგ არსებულ საქმეებზე დეტალურად ისაუბრა.
იხილეთ ასევე:
მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი