"შეცდომებზე ვერ ვსწავლობთ, რადგან შეცდომებზე ჭკვიანი ადამიანები სწავლობენ" - ჯანდაცვის ექსპერტები ეპიდვითარებაზე

გამოქვეყნდა:

"შეცდომებზე ვერ ვსწავლობთ, იმიტომ, რომ შეცდომებზე სწავლობენ ჭკვიანი ადამიანები, შტერები ვერასდროს ვერ სწავლობენ" - ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ კორონავირუსის ახალ შტამს ხელისუფლება მოუმზადებელი ხვდება.

ვატო სურგულაძის თქმით, "ომიკრონის" შტამი უფრო სწრაფად გავრცელდება და არაა გამორიცხული, მას უფრო რთული მიმდინარეობა ჰქონდეს. სურგულაძე არ გამორიცხავს ისევ საველე ჰოსპიტალები გახდეს საჭირო.

რაც შეეხება ბიზნეს სექტორის პოზიციას, ისინი ამბობენ, რომ "მწავანე პასპორტს" რეალურად შედეგი არ ექნება და ამით ისევ სფეროს წარმომადგენლები დაზარალდებიან. 

"ჩვენ საზოგადოება სახელმწიფო და ბიზნესი ამ შემთხვევაში ტესტ რეჟიმში ვართ, რეალურად რა იქნება და ტექნიკურად როგორ მოხდება ამის რეგულაცია ჩვენ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, რეალურად ხარვეზები გარდაუვალია რომ იყოს და შესაბამისად იქნება რაღაც გაუგებრობები", - თქვა შოთა ბურჯანაძემ. 

ცნობისთვის, პირველი დეკემბრიდან საქართველოში ობიექტების უმეტესობაში შესვლას მხოლოდ "მწვანე პასპორტის" გამოყენებით შეძლებთ. ამავე თემაზე: 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი