გუშინ ჩვენ ვიხილეთ ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას - კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"გამოვეხმაურები მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას სასამართლოს სხდომათა დარბაზში, სადაც განიხილება მისი მორიგი სისხლის სამართლის საქმე. გუშინდელმა გამოსვლამ ალბათ ყველას გაგვახსენა მარკესის ცნობილი ნაწარმოები "პატრიარქის შემოდგომა". გუშინ ჩვენ ვიხილეთ ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას, რომელიც მას თავის დროზე ჰქონდა და რომელსაც ის წლების მანძილზე ბოროტად იყენებდა. ჩვენ გვახსოვს მის მიერ ჩადენილი დანაშაულები და კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ გარდა იმისა, რომ მას წარსულში აქვს ჩადენილი დანაშაულები, ის დღესაც, დღემდე რომ გამოვიყენოთ სისხლის სამართლის ტერმინოლოგია, არის საზოგადოებრივად საშიში". 

თქვა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი