ერთადერთი, რისგანაც სასურველია გათავისუფლდეს მედია, ეს არის სიძულვილი | კობახიძე "ლელოს" ინიციატივაზე

გამოქვეყნდა:

ერთადერთი რისგანაც სასურველია, გათავისუფლდეს მედია, ეს არის სიძულვილი - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე პარტია "ლელოს" ინიციატივას, რომ მედიები გადასახადებისგან 3 წლით გათავისუფლდნენ

მისი თქმით, პარტიის მხრიდან მსგავსი განცხადებები მორიგი "სპეკულაციაა". 

"ეს არის მორიგი სპეკულაცია და ერთადერთი რისგანაც სასურველია, გათავისუფლდეს მედია, ეს არის სიძულვილი. ვუსურვებ ყველა მედიასაშუალებას, რომ მაქსიმალურად სიძულვილისგან გათავისუფლდეს", - ამბობს კობახიძე.

29 ნოემბერს მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა, ღარიბაშვილმა თქვა, რომ სათამაშო ბიზნესის ყველანაირი რეკლამა აიკრძალება. მათ შორის, სატელევიზიო, გარე და ქართულ ვებ-გვერდებზე განთავსებული რეკლამა. პარტია "ლელო" ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და მმართველ გუნდს მოუწოდა, სულ მცირე სამი წლის განმავლობაში მედია ბიზნესი გადასახადებისგან გაათავისუფლოს.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი