"გადავედით პირველ გაფართოებულ კვებაზე" | მიხეილ სააკაშვილის ექიმი

გამოქვეყნდა:

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტის პირადი მკურნალის, ნინო გოგორიშვილის ინფორმაციით, დღეს დილით მიხეილ სააკაშვილს სისუსტე აღენიშნებოდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გოგორიშვილის თქმით, დღეიდან მიხეილ სააკაშვილი გაფართოებული კვების რაციონზე გადავიდა.

"ანალიზები რიგზეა, ნორმაშია პაციენტი. იყო ძალიან დაღლილი, დაისვენა. დღეს დილას აღენიშნებოდა პატარა სისუსტე, მაგრამ არის მხნედ. რაც შეეხება რაციონს, გადავედით პირველ გაფართოებულ კვებაზე, გარკვეული პროდუქტების გამონაკლისით", - თქვა ნინო გოგორიშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, შეძლებს თუ არა მესამე პრეზიდენტი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, 2 დეკემბრის სასამართლო პროცესზე მისვლას, გოგორიშვილის თქმით, ამაზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი