"როგორც ჩანს ქართულ ოცნებას შეეშინდა ვადამდელი არჩევნების" - ასე ეხმაურებიან "ქართული ოცნების" თავმდჯომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების აუცილებლობას ვერ ხედავს, ოპოზიციის წევრები.
ამბობენ, რომ ოცნებას გეგმაში აქვს და ცდილობს, რომ პირველი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებები "გადახიოს" რადგან მათ რიგგარეშე არჩევნების ეშინიათ.
არ გამოვრიცხავ რომ მათ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდონ, და შესაბამისად ეს გადაწყვეტილება, რომელზეც შეთანხმება იყო კიდევ ერთხელ მოხდეს როგორც საზოგადოების, ასევე დასავლელი პარტნიორების გადაგდება, - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების აუცილებლობას ვერ ხედავს. მიზეზად "ოცნების" თავმჯდომარემ ოპონენტების "ქცევა" დაასახელა და თქვა, რომ ცვლილებების მიღება მართველი პარტიის მხრიდან "საჩუქარია".
ასევე იხილეთ: