როგორ მდიდრდებიან "ოცნებასთან" და კალაძესთან დაახლოებული კომპანიები | აუდიტის სამსახურის სკანდალური დასკვნა

გამოქვეყნდა:

როგორ მდიდრდებიან "ქართულ ოცნებასთან" და კახი კალაძესთან დაახლოებული კომპანიები? ახალ სკანდალურ დასკვნას სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს, რომელმაც თბილისის განვითარების ფონდის 2018-19 წლების ფინანსები შეისწავლა. 

ირკვევა, რომ მმართველი პარტიის შემომწირველი კომპანიები კალაძის დაქვემდებარებული ფონდიდან ათეულობით მილიონ ლარს წინასწარ იღებენ ისე, რომ შემდეგ საქმეს წლები აღარ აკეთებენ. ავანსების სახით დარიგებული მილიონები კი სავარაუდოდ შავი ფულის სახით ნაწილდება.

დასკვნაში ჩანს, რომ პროექტებში დასაქმებული მუშები ხელფასის სახით 35-30 ათას ლარს იღებდნენ. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ადგილი აქვს ელიტურ კორუფციას და ხალხის ფულის მითვისებას. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი