ზელენსკიმ უკრაინის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გაათავისუფლა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ქვეყნის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრ რუსნაკი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

შესაბამისი განკარგულება სახელმწიფოს მეთაურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მსგავსი გადაწყვეტილების მიზეზებზე ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს ზელენსკის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებასთან არის კავშირში, რომლის მიხედვითაც მის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა.

ცნობისთვის, ალექსანდრ რუსნაკი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსად 2019 წლის 11 სექტემბრიდან მუშაობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი