აზერბაიჯანში სასაზღვრო დაცვის ვერტმფრენი ჩამოვარდა | დაიღუპა 14 ადამიანი

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანში სასაზღვრო დაცვის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ტრაგედიას 14 ადამიანი ემსხვერპლა.

ოფიციალური ბაქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენი სამხედრო მანევრისას ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ხიზის რაიონში ჩამოვარდა.  

ცნობილია, რომ ორი პირი გადარჩა და ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის განცხადებით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი