"ოცნების" ტყუილი თუ "კეთილი ნება" | კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას აანონსებს

გამოქვეყნდა:

ტყუილი, რომელსაც "ქართული ოცნება" კეთილ ნებად ასაღებს. მმართველი პარტია კიდევ ერთხელ ატყუებს ხალხს, ოპოზიციას და საერთაშორისო პარტნიორებს. ირაკლი კობახიძე დღეს ფაქტობრივად ღიად აანონსებს, რომ მმართველი პარტია ჩააგდებს საკონსტიტუციო, საარჩევნო ცვლილებებს, რომლებიც პირველი მოსმენით და დაპირებული ფორმით უკვე მიღებულია.

ლაპარაკია მაჟორიტარული სისტემის სრულ გაუქმებასა და საარჩევნო ბარიერის მინიმალური დონის განსაზღვრაზე. მმართველი პარტიის ლიდერი ოპოზიციას ემუქრება და ჰპირდება, რომ ცვლილებები საერთოდ არ იქნება თუ ოპონენტები - კარგად არ მოიქცევიან. მაქსიმუმი კი რასაც ოცნება შესაძლოა დათანხმდეს, ცვლილებების 2024 წლის შემდეგ ამოქმედებაა.  

შარლ მიშელის დოკუმენტს ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელი 2019 წლის 19 აპრილს, ორბელიანების სასახლეში მოაწერეს. ცერემონიალს თვალს ონლაინ რეჟიმში ადევნებდა შარლ მიშელი. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი