"ძალიან კარგი საუბარი გვქონდა" | ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა

გამოქვეყნდა:

"საერთო ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება, ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის ქვაკუთხედს წარმოადგენს" - ამის შესახებ პრემიერი  ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართულ შეხვედრის შემდეგ Twitter-ზე წერს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ასოცირების ტრიოს ფორმატში ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. საერთო ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაციის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ჩვენი სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის ევროკავშირს მადლობას ვუხდი, - წერს ღარიბაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი