აუდიტი თბილისის განვითარების ფონდში | კალაძე მორიგ კორუფციულ სკანდალში ეხვევა

გამოქვეყნდა:

კახა კალაძესთან დაახლოებულ კომპანიებზე ავანსად გაცემული მილიონები და შეუსრულებელი ვალდებულებები. თბილისის მერი დიდ კორუფციულ სკანდალში ეხვევა.

დედაქალაქის განვითარების ფონდის საქმიანობის შესწავლის შემდეგ აუდიტის სამსახური კალაძისა და მისი გარემოცვის შესაძლო კორუფციული გარიგებების შესწავლას პროკურატურატურისგან ითხოვს.

მთავარი მაკონტროლებლის ხმაურიან დასკვნაში "ქართული ოცნების" შემომწირველთა კონკრეტული კომპანიები მოხვდნენ, რომლებსაც მერიამ ბიუჯეტის კოლოსალური თანხა გადაურიცხა, თუმცა შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით არაერთი შეკითხვა არსებობს.

მათ შორის მუშა ხელზე ანაზღაურების სახით გაცემული ათი ათასობით ლარი და ანაზღაურების მიუხედავად თვეობით დაგვიანებული სამუშაოები.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი