ქუთაისის ისტორიულ ნაწილში, კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ შენობის ნაწილში კარი გამოჭრეს. ოპოზიციის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ქუთაისის მოსახლეობის გაღარიბებისა და ქალაქში არსებული ინფსრასტრუტურული პრობლემების შექნის შემდეგ, ისტორიის ნგრევა დაიწყო.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ისტორიული ქუთაისი ფარდულების ქალაქად აქცია.
გუშინ ბატონი გახარია რამდენიმე მეტრში ხვდებოდა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს და არწმუნებდა, რომ ტურიზმისთვის ყველაფერს აკეთებს. პარალელურად კი ეს არის ხელისუფლების გადაწყვეტილება, მათ უნდათ ქუთაისი საპარლამენტო ქალაქიდან აქციონ ფარდულების ქალაქად, - ამბობს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ''ნაციონალური მოძრაობის'' თავმჯდომარე გიგა შუშანია.
დამახინჯდა თუ არა შენობის იერსახე პროექტის გვერდის ავლით, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ამ დროისთვის ამაზე ზუსტი პასუხი არ აქვთ.