"ისტორიული გამარჯვებები 2, 3 და 4 აქციით არ სრულდება... აქციების პიკი დადგება და ამისათვის საპროტესტო მოძრაობა უნდა იყოს მზად" | ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

"უნდა გვესმოდეს, რომ ისტორიული გამარჯვებები 2, 3 და 4 აქციით არ სრულდება... აქციების პიკი დადგება და ამ პიკისთვის საპროტესტო მოძრაობა უნდა იყოს მზად" - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი" საუბრობს. 

უნდა გვესმოდეს, რომ ისტორიული, დიდი გამარჯვებები, მითუმეტეს, მართლაც ისტორიული ფიგურის ტყვეობიდან დახსნის პროცესიც ორი, სამი და ოთხი საპროტესტო აქციით არ სრულდება. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ, რომ თითოეული მოქალაქის საპროტესტო აქციაში მართლაც პერმანენტულად მონაწილეობა არის ყველაზე დიდი საწინდარი მალე წარმატების მიღწევისა. 

საპროტესტო აქციების პიკი დადგება და ამ პიკისთვის საპროტესტო მოძრაობა უნდა იყოს მზად. იმისათვის, რომ რეჟიმმა არაძალადობრივი, შენს მიერ გადადგმული ნაბიჯებით ვეღარ გაგიძლოს. ამას არ ვმალავ. ამ პიკისთვის, დიახაც, ჩვენ უნდა ვემზადოთ. ამისათვის მნიშვნელოვანია ბევრი მუშაობა და ნაკლები წუწუნი, - ამბობს ნიკა მელია. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი