საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან ქვეყნის მასშტაბით მწვანე პასპორტები ამოქმედდება. მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:
მწვანე პასპორტის მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლში, სადაც სპეციალურ საბუთს გასცემენ. კოვიდპასპორტში მითთებული იქნება QR კოდი, რომლითაც მოქალაქე სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლას შეძლებს.
ამასთან, მწვანე პასპორტის მისაღებად შექმნილია სპეციალური აპლიკაცია: CovidPass Georgia და Georgia e-Health.
CovidPass Georgia აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ისე უცხოელ ვიზიტორს. აღნიშნული აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა დაწესებულებებში შესვლისა და ღონისძიებებზე დასწრების მიზნით.
საზღვარგარეთ ვაქცინირებული პირი (უცხოელი ვიზიტორი ან საქართველოს მოქალაქე), საზღვარზე შემოსვლისას წარადგენს ვაქცინაციის დამადასტურებელ ცნობას ან PCR ტესტის ნეგატიურ პასუხს.
საზღვრის კვეთის შემდეგ, პირს შეეძლება დარეგისტრირდეს CovidPass Georgia აპლიკაციაში და ის შეუფერხებლად შეძლებს შესაბამის სივრცეებში შესვლას და ღონისძიებებზე დასწრებას.
აპლიკაცია Georgia e-Health გამოიყენება, საერთაშორისო მგზავრობისთვის და უზრუნველყოფს შეუფერხებლად შესვლას ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის სისტემაში ჩართულ 51 ქვეყანაში.
ციფრული კოვიდ-სერტიფიკატით სარგებლობისთვის, საჭიროა მოქალაქეებმა App Store-დან ან Google Play-დან ჩამოტვირთონ აპლიკაცია Georgia e-Health და გაიარონ მარტივი რეგისტრაცია.
Covidpass- აპლიკაციის ჩამოსატვირთად კი მიჰყევით ბმულს: App store-დან - https://apple.co/3o5T6vw
Google Play-დან: - https://apple.co/3o5T6vw
იხილეთ ასევე: