აშშ-ში მიმდინარე აქციებს მხარდაჭერა კანადაშიც გამოუცხადეს. რასიზმის და ძალადობის წინააღმდეგ ათასობიით ადამიანთან ერთად ქუჩაში ქვეყნის პრემიერ მინისტრი გამოვდა. ჯასტინ ტრუდომ ძალადობა დაგმო და სოლიდარობის ნიშნად აქციის მონაწილეებთნ ერთად დაიჩოქა.
რასიზმის წინააღმდეგ აქცია გაიმართა მექსიკაშიც. პროტესტი დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციასა და მომიტინგეებს შორის მომხდარი შეტაკების დროს ათობით მომიტინგე მძიმედ დაშავდა, რამდენიმე დემოსნტრანტი კი დააკავეს.
მშვიდობიანი მარში გამართა ათასობით ადამიანმა ავსტრალიაში.
რაც შეეხება აშშ-ს. პროტესტი ისევ დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ნიუ იორკში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის მომხადარი შეტაკეების დროს რამდენიმე ადამიანი დაშვდა. ათობით დემონსტრანტი კი კომენდანტის საათის დარღვევისათვის დააკავეს.
პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას სამარცხვინო საქციელი უწოდა ნიუ იორკის გუბერნატორმა.
აქციის მონაწილეებმა ვაშინგტონში, თეთრ სახლითან მისასვლელ ქუჩას სახელი შეუცვალეს და რასიზმის საწინაარმდეგო აქციების პატივსაცემად - შავკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია - უწოდეს.
შეერთებულ შტატებში აქციები უკვე კვირაზე მეტია გრძლედება. მოქალაქეები ხელისუფლებისაგან ჯორჯ ფლოიდის მკვლელების უმკაცრეს დასჯას ითხოვენ.