ერთ კვირაში ორი კორუფციული გარიგება - დოკუმენტი ოპოზიციამ პროკურატურას გადასცა

გამოქვეყნდა:

ერთ კვირაში ორი კორუფციული გარიგების დოკუმენტი ოპოზიციამ პროკურატურას გადასცა. ''ნაციონალური მოძრაობის'' ზუგდიდის ორგანიზაციის ხემძღვანელის ანი წითლიძის მტკიცებით, პროკურატურაში წარდგენილი დოკუმენტები, კორუფციულ სქემას ასახავს, რომელშიც ზუგდიდის მერი, გეგა შენგელია მონაწილეობს. დოკუმენტაციის მიხედვით, ”ვენდ ჯორჯიას” ზუგდიდის მერმა, სახელმწიფო ვალდებულებით დატვირთული სატენდერო პირობები და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქცია ისე შეუცვალა, რომ კომპანიას არც ერთი ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია.

აქ უნდა აშენებულიყო საერთაშორისო ბრენდის რესტორანი სადაც დასაქმებული იქნებოდნენ ზუგდიდელები, თუმცა ახლა აქ აშენდება მრავალბინიანი კორპუსი. ამას ქონდა ერთდერთი მიზეზი, ის რომ კომპანია ''ვისოლი'' და ბატონი ფხაკაძე არიან ოფიციალური შემომწირველები ''ქართული ოცნების'' და გარდა ამისა პირადი დაინტერესება ქალაქის მერი გეგა შენგელიასი, - ამბობს ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია ''ნაციონალური მოძრაობის'' თავმჯდომარე ანი წითლიძე.

"ვენდ ჯორჯიას'' ზუგდიდის ცენტრში რესტორანი "ვენდისი", ჯერ კდიევ 2015 წელს უნდა აეშენებინა, სადაც 70 ადამიანი უნდა დასაქმებულიყო, ასევე სიტყვიერი შეთანხმებით მიუსაფარ მოხუცთა სასადილოს შემომწირველიც უნდა გამხდარიყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი