იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 4-ვე კანდიდატს დაუჭირა მხარი

გამოქვეყნდა:

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 4-ვე მოსამართლეს მხარი დაუჭირა. სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. 

რამდენიმე საათში კენჭისყრა სასესიო სხდომაზე გაიმართება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოსამართლეებს მხარი "ქართული ოცნების" ისეთმა დეპუტატებმაც დაუჭირეს, რომლებიც არცერთი მოსამართლის მოსმენას არ ესწრებოდნენ.

"ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს ყოველთვის კონსულტაცია, არის საკითხები სადაც ჩვენ ვართ ერთსულოვანი და შესაძლებელია იყოს საკითხები სადაც იყოს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა", - თქვა ანრი ოხანაშვილმა. 

მისივე აზრით, სახალხო დამცველმა პირველივე მოსამართლეების არჩევა კრიტიკულად იმიტომ შეაფასა, რომ კანდიდატები "ნაციონალური მოძრაობის" მიერ არ იყვნენ მხარდაჭერილები.

ცნობისთვის, პროცესს მიწვევის მიუხედავად მონიტორინგს არ უწევდა ევროკავშირი, "ქართულმა ოცნებას" კი ომბუდსმენა კიდევ ერთხელ მოუწოდა, შეეჩერებინა მოსამართლეთა დანიშვნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი