
შალვა პაპუაშვილის აზრით, მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ელიტური კორუფციის სქემა შექმნა და "ბოტოქსებში, კოსმეტიკურ პროცედურებში, ეპილაციაში," ბიუჯეტის ფული დახარჯა:
"ეს არის საქმე, რომელიც ადასტურებს ელიტური კორუფციის არსებობას, იმას, რომ მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შექმნა ელიტური კორუფციის სქემა, რომლითაც იღებდა პირად სარგებელს. ნახევარი მილიონი დოლარი აქვს დახარჯული მხოლოდ კოსმეტიკურ პროცედურებში, ბოტოქსებში, ეპილაციაში, გასახდომ პროცედურებში. მათ შორის ხარჯი გაწერილი აქვს გიგი უგულავასთან ერთად. 40 ათასი დოლარით საკუთარი შვილის სწავლა აქვს დაფინანსებული საქართველოს ყველაზე ძვირ სკოლაში - ზალდასტანიშვილის აკადემიაში და საუბრობენ იმაზე, რომ თითქოსდა, ეს იყო რაიმე დასაბუთებული ხარჯი." ამბობს შალვა პაპუაშვილი ე.წ. პიჯაკების საქმეზე საუბრისას.
აღნიშნულზე სასამართლო პროცესი ხვალ, 2 დეკემბერსაა ჩანიშნული. მასზე დასწრებას თავად მესამე პრეზიდენტიც ითხოვს, თუმცა უცნობია, მიეცემა თუ არა მას ამის საშუალება.