თენგიზ ცერცვაძეს არ აქვს მოლოდინი, რომ ე.წ მწვანე პასპორტის ამოქმედება ეპიდვითარებაში გარდამტეხ ცვლილებას შეიტანს. ინფექციურის დირექტორი არ იზიარებს გადაწყვეტილებას, რომ კოვიდგადატანილ პაციენტებს „მწვანე სტატუსი“ მუდმივად ექნებათ. ცერცვაძე ამ გადაწყვეტილებას "საკოორდინაციო საბჭოს ძალიან სერიოზული შეცდომად" აფასებს და იმედოვნებს, რომ ამ შეცდომას მალე გამოასწორებენ
„რომ გითხრათ, ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს, ეს ასე არ არის. აღსრულების მექანიზმი ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის არასაკმარისია, ისევე, როგორც არასაკმარისი იყო პირბადის ტარებაზე. ამიტომ, არ მგონია, ამან ძალიან სერიოზული გარდატეხა შეიტანოს, მაგრამ ერთი ფაქტორი მაინც იქნება, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი შემთხვევების ზრდის შემცირებას და იქნება დამატებითი, ერთ-ერთი სტიმული იმისთვის, რომ მოსახლეობის უფრო მეტმა ნაწილმა ჩაიტაროს აცრა." ამბობს ცერცვაძე.
ქვეყანაში ე.წ. მწვანე სტატუს დღეიდან ამოქმედდა.
ამავე თემაზე: