
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე პარლამენტის დატოვებას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ თუ ქართული ოცნება მიშელის დოკუმენტის იმ ნაწილს, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებაზეა ჩანაწერი და რომელიც 2%-იან ბარიერს გულისხმობს, არ შესრულდება, დაფიქრება მოუწევთ
"თუ ამ შეთანხმებას არ შეასრულებს "ქართული ოცნება", მოგვიწევს დაფიქრება, რაზე შეიძლება საერთოდ მათთან საუბარი. მანდატი და პულტზე ხელის დაჭერა არავის უხარია, როგორც კი შევხედავთ, რომ აზრი არ აქვს აქ ყოფნას და ჩვენი პარლამენტში ყოფნა არ ემსახურება დემოკრატიის და ქვეყანაში ცვლილებების ინტერესს, მე არანაირი წინააღმდეგობა არ მაქვს, რომ პარლამენტი დავტოვო", - განაცხადა მანჯგალაძემ.
"ქართულმა ოცნებამ" მორიგი პოლიტიკური გადაგდება, კობახიძის პირით, გუშინ, 30 ნოემბერს დააანონსა. უმრავლესობის დეპუტატები ამბობენ, რომ ბარიერის დაწევა მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული და არანაირი ვალდებულება არ აქვთ