კოღოების ყელიდან აღებული ნაცხი ბიბილოვისთვის - პერფორმანსი საოკუპაციო ხაზთან

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაციის "საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის" მოხალისეები ეპიდემიოლოგებისა და ვირუსოლოგების ფორმით დღეს საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ.

მათ ოკუპორებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში თეატრალიზებული პერფორმანსი გამართეს და სიმბოლურად, ქართული წარმოშობის კოღოებისა და სხვა მწერების ყელიდან აღებულ ნაცხები შეგროვეს. შეგროვებული ნიმუშები კი, საოკუპაციო ხაზთან სპეციალურად ანატოლი ბიბილოვსთვის დატოვეს.

ამ პერფომანსით აქტივისტებმა დასცინეს ცხინვალის პროპაგანდას ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი