მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ჰოსპიტალში დღეს, მისი შვილი, ედუარდ სააკაშვილი მივა

გამოქვეყნდა:

დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი შვილი ედუარდ სააკაშვილი მივა - ამის შესახებ ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა და პენიტენციურს მოუწოდა, ედუარდ სააკაშვილს მამის მოსანახულებლად ხელოვნური ბარიერები არ შეექმნას,

დღეს, მესამე პრეზიდენტთან შესახვედრად არის ჩამოსული მისი შვილი, ედუარდ სააკაშვილი, რომელიც ნიდერლანდებიდან ჩამოვიდა. ჩვენ გვახსოვს, რომ ედუარდი უკვე ერთხელ იმყოფებოდა საქართველოში შეთანხმებულ პაემანზე, რუსთავის დაწესებულებაში, სადაც ის მოტყუებით ალოდინეს მთელი დღის მანძილზე და პრეზიდენტი სააკაშვილი მოიპარეს ამ ციხიდან, გადაიყვანეს სხვაგან და მას არ მიეცა შესაძლებლობა რომ შეხვედროდა მამას. ამჟამად ედუარდი ისევ ჩამოსულია მიხეილ სააკშვილის სანახავადა და მოვითხოვთ, ვთხოვთ, პენიტენციურ სამსახურს, ხელისუფლებას, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, მას არ შეექმნას ხელოვნური ბარიერები მამის მოსანახულებლად, წინააღდეგ შემთხვევაში პრეზიდენტს ექნება ძალიან მკაცრი რეაგირება და გამოხატავს საკუთარ პროტესტს სხვადასხვა ფორმით" განაცხადა შოთა თუთბერიძემ გორის ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ

იხილეთ ასევე:

ხვალინდელ პროცესზე პრეზიდენტი წარმოთქვამს სიტყვას, რომელიც იქნება ნიღბის ჩამომგლეჯი ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ასრულებს პოლიტიკურ დავალებას - ადვოკატი 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი