გორის სამხედრო ჰოსპიტალში გიული ალასანია და ედუარდ სააკაშვილი მივიდნენ

გამოქვეყნდა:

გორის სამხედრო ჰოსპიტალში გიული ალასანია და ედუარდ სააკაშვილი მივიდნენ. ისინი მიხეილ სააკაშვილს საკნად გადაკეთებულ პალატაში მოინახულებენ. ჰოსპიტალში შესვლის წინ მესამე პრეზიდენტს შვილს კომენტარი არ გაუკეთებია.

მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხნის წინ მისმა ადვოკატმა მოინახულა. შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, სისუსტის მიუხედავად, მესამე პრეზიდენტი მზადაა ხვალინდელ სასამართლო სხდომას დაესწროს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში, "პიჯაკების საქმეზეა"ჩანიშნული.

მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილს დედა და შვილი შეხვდებიან, მასთან უფლებადამცველი ნიკა გვარამია შევა. საუბარი იქნება ხვალინდელი სასამართლო სხდომის სტრატეგიაზე. მესამე პრეზიდენტთან შეხვედრას ელოდება ეკა ხერხეულიძეც.

ადვოკატის განცხადება:

ხვალინდელ პროცესზე პრეზიდენტი წარმოთქვამს სიტყვას, რომელიც იქნება ნიღბის ჩამომგლეჯი ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ასრულებს პოლიტიკურ დავალებას - ადვოკატი 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი