"მაგრად მეზარება თქვენთან ლაპარაკი..." - დეპუტატ სამხარაძის პასუხი და დამოკიდებულება "მთავარი არხის" მიმართ

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხი" დღეს ცდილობდა ნიკა გვარამიას წინააღმდეგ პროკურატურის მიერ დაწყებულ ახალ გამოძიებაზე "ქართული ოცნების" დეპუტატების აზრი მოესმინა. 

პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჩვენ კითხვებს საერთოდ არ უპასუხა. დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ კი თქვა, რომ ჩვენთან ლაპარაკი ეზარება:

"- მე მაგრად მეზარება თქვენთან ლაპარაკი;

- გეზარებათ რას ნიშნავს, დეპუტატი ხართ;

- მეზარება... მეზარება თქვენთან ლაპარაკი;

- დეპუტატის ქცევას მგონი არ ჰგავს როგორც თქვენ იქცევით;

- შენ ხო ხარ ჟურნალისტი".

ნინო წილოსანმა ამჯერად აღნიშნა, რომ კომპეტენტური განცხადება პროცესზე ვერ ექნება, რადგან უწყვეტ რეჟიმში სასამართლო პროცესი არ უნახავს:

"გამომდინარე იქიდან, რომ არ გავაკეთო მიმდინარე გამოძიებაზე პოლიტიკური განცხადება და გამომდინარე იქიდან, რომ დეტალურად არ მიყურებია სასამართლო პროცესისთვის, ვერ გაგცემთ კონკრეტულ პასუხს", - თქვა ნინო წილოსანმა.

შალვა პაპუაშვილის აზრით, თუ სიტყვის გამოყენება ხდება შეურაცხყოფის გამოყენების მიზნით და "ობიექტურად ასეა აღქმადი", მაშინ ეს შეურაცხყოფაა. 

ცნობისთვის, გუშინ პროკურატურამ განაცხადა, რომ 29 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ნიკა გვარამიამ პროკურორებს შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ახალი გამოძიება დაიწყეს.

ამავე თემაზე: 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი