
სისუსტე შეიმჩნევა, თუმცა არის ფსიქოლოგიურად ფორმაში და აქვს სურვილი რომ დაესწროს პროცესს და მეც დიდი იმედი მაქვს, რომ ამის შესაძლებლობა ექნება - განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა გორის ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ.
მესამე პრეზიდენტის შვილის თქმით, მამასთან პოლიტიკაზე არ უსაუბრია - "სასიამოვნო შეხვედრა იყო და იმედიანად ვუყურებ ახლო მომავალს" - განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან.