
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ეკა ხერხეულიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის თხოვნაა, 2 დეკემბრის სხდომას ახლობლებისა და მეგობრების ნაცვლად, მედიის წარმომადგენლები დაესწრონ.
"გზავნილი აქვს თქვენთან, თქვენს ნებისმიერ კოლეგასთან, მისი თხოვნით, ის თავის მეგობრებს და ახლობლებს, მიუხედავად იმისა, რომ მათი ნახვა ძალიან უხარია პროცესზე, ძალიან კარგი იქნებოდა, ადამიანებს, რომლებსაც გიწევთ 2 თვის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენების გაშუქება, მედიის ყველა წარმომადგენელს მიეცეს საშუალება, თუნდაც თითო წარმომადგენლით, დაესწროს სხდომას.
ის მოხარული იქნება, თუკი მედიის წარმომადგენლებთან ერთად წარდგება პროცესზე და შეეცდება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას", - თქვა ეკა ხერხეულიძემ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.
რაც შეეხება ჯანმრთელობას, ხერხეულიძის თქმით, მას აღენიშნება შეშუპება, აქვს წნევა, მაგრამ არის მხნედ იმისთვის, რომ ხვალინდელ პროცესს დაესწროს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი, ხვალ 2 დეკემბერსაა ჩანიშნული სადაც "პიჯაკების საქმეს" განიხილავენ.