
განათლების მინისტრმა ბიძინა ივანიშვილი ექვთიმე თაყაიშვილს კიდევ ერთხელ შეადარა, ამჯერად საპარლამენტო ტრიბუნიდან. ჩხენკელმა განცხადება "მინისტრის საათის" ფორმატში, დეპუტატების წინაშე გამოსვლისას გააკეთა და ანზორ ერქომაიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიხსენა:
მაშინ მე ავღნიშნე, რომ როდესაც წინა ხელისუფლება ვაზს ჩეხავდა, მაშინ ბატონი ბიძინა თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა უნიკალურ ნერგებს, უნიკალურ ჯიშებს. ვაზს ქართველისთვის რამხელა ისტორიული მნიშვნელობა აქვს, თქვენ ეს კარგად მოგეხსენებათ.
თქვენ ასევე ძალიან კარად იცით, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ქართუ ფონდი, რამხელა ძალისხმევას ახმარს ჩვენი კულტურული ძეგლების შენარჩუნების საშვილიშვილო საქმეს და ჩემთვის, ყველა ადამიანი, რომელიც ასე თვალის ჩინივით უფრთხილდება ჩვენს კულტურას, ჩვენს ისტორიას და იმ ძეგლებს, რომელზეც დაფუძნებულია ჩვენი ეროვნული იდენტობა, ჩემთვის არის თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილი" განაცხადა მინისტრმა ჩხენკელმა.