მიუნხენში, II მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აფეთქდა | დაშავდა 4 ადამიანი

გამოქვეყნდა:

გერმანიაში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აფეთქდა. BBC-ის ცნობით, აფეთქება მიუნხენის რკინიგზის სადგურის სამშენებლო მოედანზე მოხდა.

მეხანძრეების თქმით, აფეთქება დონერსბერგის ხიდდთან ბურღვითი სამუშაოების დროს მოხდა. შემთხვევის შედეგად, მიუნხენის ნაწილში სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა.

BBC-ის ინფორმაციით, მეორე მსოფლიო ომიდან შემორჩენილი აუფეთქებელი ბომბები გერმანიაში ხშირად ჩნდება, მას მასობრივი ევაკუაცია მოჰყვება ხოლმე, თუმცა ძირითადად, ექსპერტები ბომბის განმუხტვას მისი აფეთქების გარეშე ახერხებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი