
ხარაგაულის სოციალური სამსახურის უფროსმა, "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა კიაზო გამრეკელაშვილმა სიძესთან და შვილთან ერთად ₾ 205 ათასის ტენდერები მიიღო იმ ქალაქებში, სადაც მუშაობდა. ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, გამრეკელაშვილი ზესტაფონის სოციალური მომსახურების სააგენტოში მუშაობდა, ახლა კი ხარაგაულში იგივე სააგენტოს უფროსი და "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატია საკრებულოში, სოფელ კიცხიდან.
მის სახელს უკავშირდება შპს კომპაქტმშენი, რომელიც კიაზო გამრეკელაშვილმა დააფუძნა თანამშრომელთან ერთად, თუმცა ახლა მისი სიძე ფლობს.
მისი შვილი და სიძე აგრეთვე იურიდიული პირები, ინდმეწარმეები არიან და ტენდერებს სწორედ ზესტაფონისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში იგებენ.
გამრეკელაშვილმა, სიძესთან და შვილთან ერთად, მხოლოდ ხარაგაულის ბიუჯეტიდან 167 ათას ლარზე მეტი მიიღო - 80%-მდე უტენდეროდ ან უკონკურენტო პირობებში.
მიმდინარე წლის ივნისში ხარაგაულის მერიამ მის შვილს 26,000 ლარი გადაუხადა სოფელ კაცხში წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად, თუმცა მშრალ ამინდში მოსახლეობას წყალი სრულყოფილად ისევ არ მიეწოდება.