უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის თქმით, ორი კოვიდპასპორტის მიღებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოზე აზრთა სხვადასხვაობა იყო, თუმცა საბოლოო ჯამში, ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ კოვიდგადატანილებისთვის ვადა არ დაეწესებინათ.
თუმცა, როგორც ღიბრაძემ აღნიშნა, შემდგომში შესაძლოა, ეს საკითხი გადახედვის საგანი იყოს.
ვინაიდან ჩვენ ეს კოვიდპასპორტი შემოვიღეთ ალტერნატივად, რომ სხვა, უფრო მძიმე შეზღუდვები არ ყოფილიყო, ამიტომ საწყის ეტაპზე გათვალისწინებულია ის რეგულაციები, რომელიც არის მიღებული, მათ შორის კოვიდ გადატანილთათვის ე.წ. ჩამკეტის მოხსნა ამ ეტაპზე.
ცხადია, აქ არის აზრთა სხვადასხვაობა და ეს აზრთა სხვადასხვაობა, ცხადია, იყო განხილული საბჭოზე, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამ ეტაპზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ვადა არ დავუწესოთ კოვიდგადატანილებს, ცხადია, ეს შემდგომში იქნება განხილვის და გადახედვის საგანი, თუმცა, როგორ იქნება საბოლოო ჯამში - როდის და როგორ, ამაზე მე ჯერ ვერ ვისაუბრებ, - თქვა ღიბრაძემ.
ცნობისთვის, კოვიდპასპორტების სისტემა საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდა.
მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:
იხილეთ ასევე: