კონსოლიდაცია თბილისში, კონკურენცია რეგიონებში - "რესპუბლიკურმა პარტიამ", საპარლამენტო არჩვენებში, ოპოზიციის "გამარჯვების ფორმულა" წარადგინა.
დავით ბერძენიშვილის განმარტებით, იმისათვის, რომ მაჟორიტარული ოლქები ოპოზიციამ მოიგოს, აუცილებელია თბილისში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატების მხარადაჭერა, რეგიონებში კი პირველ ტურში, სრული კონკურენციის პირობებში, მმართველ პარტიას რაც შეიძლება მეტი ხმა წაართვან.
კონსოლიდაცია თბილისში, კონკურენცია თბილისს გარეთ - ვფიქრობ, 80% როცა ირჩევა პარტიული სიით, ეს უზრუნველყოფს მრავალფეროვნებას. მაჟორიტარულ ოლქებში არ უნდა შეგვაშინოს თუ რომელიმე ოპოზიციური პარტიის სუბიექტის საარჩევნო ბლოკის მაჟორიტარი მეტი აღმოჩნდება მეორე ტურში, ვიდრე სხვა პარტიების. ოპოზიციაში ყველაზე მეტი ხუთიანის შემომხაზველია დღეს. ბიძინა ივანიშვილის მიუღებლობა უფრო მნიშვნელოვანი ხდება, მითუმეტეს გაცვდა ეს ლოზუნგი, რომ მიშა მოდის, არ მოდის, ვერ მოდის, სხვა ქვეყანაშია, - ამბობს ბერძენიშვილი.
"რესპუბლიკური პარტიის" "გამარჯვების ფორმულის" მიხედვით, "ქართული ოცნება" პროცესების რადიკალიზაციასა და მხოლოდ ორ პარტიული დაპისპირების წარმოჩენას ვეღარ შეძლებს.