მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად სასამართლოსთან, აქცია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები, ოპოზიციის ლიდერები და მოქალაქეები ადგილზე 11:00 საათიდან შეიკრიბნენ.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ადგილზე დიდი ეკრანი დაამონტაჟა და შეკრებილები სასამართლო პროცესს პირდაპირ ეთერში ადევნებენ თვალს.

ფოტო: მთავარი არხი.

 ადგილზე მისულებს თან აქვთ დროშები, ვარდები და სიმბოლურად "პიჯაკები", ბანერები წარწერით "თავისუფლება საქართველოს პრეზიდენტს"; "ვითხოვთ მიშას".

სასამართლოსთან მობილიზებულია პოლიციაც, გაძლიერებულია დაცვა ეზოშიც.

სასამართლოში "პიჯაკების" საქმის განხილავს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც ესწრება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი