"პატივი მივაგოთ ლექსო ლაშქარავას ხსოვნას" - დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია ჩაინიშნა

გამოქვეყნდა:

TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ხსოვნისთვის პატივის მისაგებად დღეს, 2 დეკემბერს მოძრაობა "სირცხვილია" პარლამენტთან აქციას გამართავს. აქციის მონაწილეები 19:00 საათიდან შეიკრიბებიან.

"დღეს ლექსო ლაშქარავა 38 წლის გახდებოდა. ლექსოს მკვლელობიდან 4 თვის შემდეგ, ორგანიზებული ძალადობის ხელმძღვანელები კვლავ დაუსჯელენი არიან. 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არავის აუღია.

ვიკრიბებით 19:00 საათზე, პარლამენტის უკან. პატივი მივაგოთ ლექსო ლაშქარავას ხსოვნას", - წერს "სირცხვილია". 

ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა სასტიკად სცემეს. მას რამდენიმე წუთის განმავლობაში არაერთი პირი ურტყამდა, ლაშქარავას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და ოპერაცია დასჭირდა. 11 ივლისს დილით ის საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი ნახა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი