მიხეილ სააკაშვილთან გორის ჰოსპიტალში თინა ბოკუჩავა შევიდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში ნაციონალური მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა ხვდება. კლინიკაში ის ამ წუთებში შევიდა. 

დღევანდელმა დღემ გვიჩვენა, რომ ეს არ იყო სასამართლო პროცესი და ზოგადად, არცერთი სასამართლო პროცესი, რომელიც იმართება პრეზიდენტი სააკაშვილის მონაწილეობით, არ არის სასამართლო პროცესი. ეს არის ფარსი, ივანიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი. ბრალი, რომელსაც უყენებენ პრეზიდენტ სააკაშვილს არის მთლიანად პოლიტიკურად მოტივირებული და ეს არის მთლიანად აბსურდული საქმე.

რაც შეეხება ჩემს ვიზიტს, იცით, რომ პარლამენტის წევრები, გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ეს უფლებამოსილება მონიჭებული გვაქვს, გვაქვს უფლებამოსილება, მოვინახულოთ პრეზიდენტი სააკაშვილი და ბუნებრივია, განვიხილოთ ის ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი რომელიც დგას დღის წესრიგში, ზოგადად გათავისუფლების ირგვლივ და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, - ამბობს თინა ბოკუჩავა.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი