"19 აპრილის შეთანხმება არ არსებობს... ყველა პრეტენზია მიმართულია ოპოზიციისკენ" | პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

"შეთანხმება ანულირებულია არამარტო "ქართული ოცნების", არამედ ოპოზიციის მხირიდანაც" - ამბობს "ქართული ოცნების" წევრი შალვა პაპუაშვილი, 19 აპრილის შეთანხმებაზე. მისივე თქმით, ყველანაირი მითითება ამ შეთანხმებაზე უკვე მოძველებული და არარელევანტურია.

კიდევ ერთხელ, 19 აპრილის შეთანხმება არ არსებობს და ნებისმიერი მითითება 19 აპრილის შეთანმებაზე არის არარელევანტური. მათ შორის, კიდევ ერთხელ, 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია არამარტო ქართული ოცნების, არამედ ოპოზიციის მხრიდანაც. ასე რომ, ყველანაირი მითითება შეთანხმებაზე არის უკვე მოძველებული და არარელევანტური. რაც შეეხება საკონსტიტუციო 
ცვლილებებს, კიდევ ერთხელ, ყველა პრეტენზია არის ოპოზიციის მიმართ, - ამბობს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, შარლ მიშელის დოკუმენტს ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელი 2019 წლის 19 აპრილს, ორბელიანების სასახლეში მოაწერეს. ცერემონიალს თვალს ონლაინ რეჟიმში ადევნებდა შარლ მიშელი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი