
უკრაინის საგარეო მინისტრმა, დიმიტრი კულებამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა, მოსკოვის წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესების საკითხი განიხილეს. ინფორმაციას თავად უკრაინის საგარეო მინისტრი, დიმიტრი კულება Twitter -ში ავრცელებს.
ჩვენ განვიხილეთ რუსეთის შეკავების აუცილებლობა და მუშაობის დაჩქარება კონკრეტულ ეკონომიკურ შეზღუდვებზე, რომლებიც რუსეთის ეკონომიკაზე დარტყმის მიყენებას შეძლებენ, თუ მოსკოვი გადაწყვეტს აგრესიის ახალი ეტაპის დაწყებას უკრაინის წინააღმდეგ, - წერს კულება.