
გერმანიაში, ანგელა მერკელის გაცილების ცერემონიალი გაიმართა. 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, გერმანიის კანცლერი სამხედრო ცერემონიალის თანხლებით გააცილეს.
ანგელა მერკელმა გერმანელებს მადლობა გადაუხადა და მოუწოდა, ქვეყნის მომავლის მიმართ ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილები.
ცნობისთვის, ბუნდესტაგი 8 დეკემბერს გერმანიის კანცლერის პოსტზე ოლაფ შოლცის კანდიდატურას უყრის კენჭს.
იხილეთ ასევე: