
CNN -ის ინფორმაციით, გერმანია არავაქცინირებულებისთვის "ლოქდაუნს" აცხადებს. გამოცემის ცნობით, უახლოეს თვეებში გერმანიაში ვაქცინაცია სავალდებულო გახდება და ამ გადაწყვეტილებას უკვე მხარს უჭერენ ლიდერები.
ცნობილი ხდება, რომ აუცრელ პირებს არასასურსათო მაღაზიებით, რესტორნებით, მუზეუმებით, თეატრებით, სპორტული და გასართობი ცენტრებით სარგებლობის უფლება შეეზღუდებათ.