
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეს მოსაწვევს უგზავნის. ამ ფორმით ნაზი ჯანეზაშვილმა ნინო ქადაგიძის მიერ საბჭოს სხდომების გაცდენა გააპროტესტა.
ჯანეზაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უკვე სამი თვეა, მის პირდაპირ მოვალეობას არ ასრულებს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე არ ცხადდება.
როგორც იცით, ის მარტში აირჩია საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, მაგრამ ამ დრომდე, ქალბატონი ნინო ქადაგიძე სხდომებში მონაწილეობას არ იღებს. მე მას ვუგზავნი მოსაწვევს, ასეთი ფორმით, ეს მოსაწვევი მას მიუვა.
ვფიქრობ, რომ თუ მოსაწვევი სჭირდება იმისთვის, რომ სხდომებზე მოვიდეს და არ ჰყოფნის ის ინფორმაცია, რომელიც საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება, ან რომელსაც აპარატი უგზავნის, მე როგორც ერთი წევრი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსი, ვუგზავნი ამ მოსაწვევს და მობრძანდეს საბჭოს სხდომებზე და მიიღოს მონაწილეობა, - ამბობს ჯანეზაშვილი.