ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი - დღეს ახალი მოწვევის საკრებულოები პირველად შეიკრიბებიან

გამოქვეყნდა:

თვითმმართველ ქალაქებში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში - ახალი მოწვევის საკრებულოები დღეს პირველად შეიკრიბება. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. განახლებულმა შემადგენლობამ უნდა აირჩიოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე ან მოადგილეები.

პროცედურა ასეთია - სხდომებს შესაბამისი საოლქო კომისიების თავმჯდომარეები გახსნიან, შემდეგ კი, თავმჯდომარის არჩევამდე, პირველ სხდომას უხუცესი წევრი უხელმძღვანელებს.

ბოლო ხუთი წლის პრაქტიკით, საკრებულოებს "ოცნების" უმრავლესობა პირველივე სხდომაზე აკომპლექტებდა, თუმცა წელს ასე არ იქნება, რადგან მმართველმა გუნდმა მოწინავე პოზიცია რიგ ქალაქებში დაკარგა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი