მორალური ზიანის ანაზღაურება და ყოველთვიური სარჩო - მაკო გომური შსს-ს წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

მაკო გომური შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ - 20 ივნისს დაზარალებული გოგო უწყებას სასამართლოში უჩივის. მის უფლებებს საია იცავს. მაკო გომური სამინისტროსაგან ჯანმრთელობისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებასა და ყოველთვიური სარჩოს დაკისრებას ითხოვს.

"მივიღეთ ექსპერტიზის ორივე დასკვნა და მოვაგროვეთ ყველა საბუთი და შევძელით, რომ ეხლა შეგვეტანა სარჩელი საბოლოო ჯამში. ეს არის მორალური ზიანის ანაზღაურება და ყოველთვიური სარჩო, როგორც სახელმწიფოს მიერ დაზარალებული", - თქვა მაკო გომურმა. 

ადვოკატის განმარტებით, ყოველთვისური სარჩოს დაკისრების საკითხი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გადაწყდა, რომლის მიხედვითაც, მაკო გომურის შრომისუნარიანობა გარკვეული პროცენტულობით შემცირდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი